ჯეკპოტი

ძალიან გვინდოდა , თანაც ორივეს
 და შეიძლება ამიტომაც არაფერი გამოვიდა.
 შენ, რომ არ გდომებოდა მე დაგაძალებდი ან პირიქით :)

ვემზადებოდი და ველოდებოდი .. მთელი 3 საათი.
ბოლოს აღარ წავედი, უკმაყოფილო ვიყავი.

 

 

1

დღეს ძალიან ციოდა და ყველაფერი მეზარებოდა . რაც მეზარებოდა ის მეზიზღებოდა და რაც მიყვარდა ისიც მეზარებოდა.

ანუ დღეს ყველაფერი რაც მიყვარდა მეზიზღებოდა.

ჩემი სახლის ქაოსს იმდენად მივეჩვიე , სახლში მარტო ყოფნა ერთ-ერთ ყველაზე რუტინულ რამედ მეჩვენება.
დაუსრულებელი დიალოგები და დაუსრულებელი სათამაშოები ,
სახლის სუნი და საჭმლის სუნი,
სახლის ნახატები და მამაჩემის ნახატები,
თავშეყრის სამზარეულო და ყვავილებიანი აივნები,
ჩემი ოთახი და სხვების ოთახები..

ცუდია თუკი ვინმეს საკუთარი სახლი არ უყვარს.

 

2

***
ფიქრი და წყენა .
გამიზნული გაბრაზებები .  მეგონა ვიღაცამ 2 კლასში შემაგდო, აი ვინც თმებს გწიწკნის ეგ  რო “გემიჯნურება” რაღაც ეგეთი.
ერთი სიტყვით დიდი X დავსვი და თუ ესე ვიქცევი ანუ ესე ვგრძნობ , ანუ აღარ მიღირს და მერე უკვე ძაან მკიდია.

დაიმახსოვრეთ თუ ვინმე მესიჯზე:

“ნახვამდის 🙂 ” გიპასუხებთ ” საბოლოოდ 🙂 ”

ეს არასოდეს გამართლდება!  და თქვენ ეს თამაში მოიგეთ.

3


მიყვარს სახლის ჯემპრები, მიყვარს როცა იციან რომელი ჭიქით ვსვამ 
ჩაის, როდესაც კარგად ხუმრობენ, "პულოვერის" შიგნით თეთრი მაიკა
და მიყვარს ბავშვები რომლებიც გამოცდებზე კარნახობენ. 
ვერ ვიტან მსხლის ლიმონათს და ტკბილ ფლავს კიდე "ფირმა" 
ტანსაცმელებს და ნამიოკებს ვერ ვიტან.
 მეზარება ვარჯიში, "მადლობა მივედი" აი ეგ მესიჯი მეზარება ,
ფოტოების გაგზავნა მეზარება, "დათაგვაც" მეზარება, ბევრი შეკითხვები 
ისევე მეზარება როგორც სრული პასიურობა და მგონი რომ ყველაფერი 
მეზარება.

4

:" -სად ხარ? "

ეგ არიიიიისსს! 🙂

– “10 წუთში გამოვალ”

:))))

და ამიტომ ყველაფერი არავის არასოდეს ეზარება. ყოველთვის არის ის რაღაც რაც არ დაგეზარებოდა , როგორც ის რაღაც რაც არ გიყვარს და რაც დანამდვილებით გიყვარს .

 

sea

1 ————- 2

souls

 

▀  გუშინ დილას კლერისგან ღია ბარათი მივიღე:”ძვირფასო ოსკარ, არ მიყვარხარ.არ მიყვარხარ.არ მიყვარხარ.არ მიყვარხარ.” ასეთი ლამაზი სასიყვარულო წერილი არასდროს მიმიღია.    –  ფრედერიკ ბეგბედერი

“ქინდერი” – ქართულად ბავშვებს ნიშნავს.

თვალი, რომ გავახილე ჩემი ძმა გვერძე მეწვა და სახეზე ისეთი ღიმილი ქონდა გადარკული , ეგრევე შევატყვე რაღაც მორიგი ნომერი ქონდა მომზადებული . ძააან მეძინებოდა და ბალიში თავზე გადავიფარე მაინც იცინოდა და ეხლა უკვე თითების შერჭობა დამიწყო მუცელში. მერე ორი ცალი “ქინდერი” დავინახე საწოლზე :))

მან იზრუნა ჩემი დღის განწყობაზე და მე ზოგჯერ ვფიქრობ ირაკლის იმხელა გული აქვს , ცოტა თუ არ გაიზარდა მოცულობაში მისი სხეული ვეღარ დაიტევს მის გულს.

უნივერსიტეტიდან მე და კუ ერთად გამოვედით და “სმარტში” დავჯექით . კუ ჩემი ჯგუფელია.  კუ ლამაზია . კუ კლოუნია . კუ-ნელია.. და ალბათ, ამოტომ გავიცანი წელს 🙂

უნივერსიტეტში სულ 3 ლარით და 50 თეთრით წავედი . რადასამალია და ეს თანხა ხშირად ჩემი უზრუნველყოფისთვის სავსებით საკმარისია. მგზავრობის 50 თეთრი რო ჩამოვაჭერი ავდექი და 2 ლარად “ქათმის სალათი” ვიყიდე. კუმ რაღაც თავისი “სალათი” გააკეთებინა. სიმინდიო, სტაფილოო და მთელი ამბები რო შევეკითხე მითხრა მაგარი გემრიელი გამოვიდაო, მარა ნახევარი ნაგავში გადავყარეთ.

მერე მეკითხება: ” რამე სმუსნი არ გინდა ? ”
– არაა მიდი დაგელოდები
– ” შოკოლადი არ გინდა?”
– არ მინდა
– “იმდენი შენ რა გითხარი”
– მართლა არ მინდა ხო არ მცხვენია არა :))

ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანები ამ მეთოდს თავის მოსატყუებლად არ ხმარობენ ან უარეს შემთხვევაში მეზობლის “ხარჩოსგან” თავის ასაცილებლად. სადაც ზედაპირზე მწვანილები ტივტივებს და მაგისი დანახვა საერთოდ არ გინდა.

კუ უკან დაბრუნდა მრგვალი “ქინდერებით” . მე მინიონის სათამაშო ამომივიდა მაგას რაღაცა მანქანა და გიჯივით ასრიალებდა ბოლოს გადაგვივარდა და ვიღაც ბავშვთან დავარდა .
მეთქი : აიღე თუ გინდა შენი იყოსთქო.- იმ ბავშვს ვუთხარი და დედამისმა ისეთი სახით გამომხედა მეგონა მეტყოდა: “ჩემი შვილი იატაკიდნ ბურთს არ გააგორებსო.”

იქიდან რომ გამოვედით ჩემი დარჩენილი ლარიანით მარშუტკას დაველოდე . ფეხით სიარულს არანაირი ტრანსპორტი მირჩევნია, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩემმა ახალმა “ნაუშნიკებმა” უვარგისობა მეორე დღესვე გამოავლინა , გზაში ფიქრების თავი არ მქონდა და სხვა გზა არც იყო. გადატენილ მარშტკაში ფეხზე მდგომარე პოზიციაში აღმოვჩნდი, მე და კიდევ 7 მგზავრი ვიჭერდით წონასწორობას ყოველ მოხვევაზე . მომდევნო გაჩერებაზე ერთი ჩამოვსვით და ამასობაში ვიღაც სავსე ქალმა მოინდომა ბავშვთან ერთად ამოსვლა .
მძღოლს ეკითხხება : ” ადგილი არ არის ხო? ”
ჩვენი “შაფიორი” საკმაოდ ხუმარა აღოჩნდა და ესე უპასუხა: ” კი არის, მარა ესენი ვარჯიშობენო”
🙂
შეიძლება ეს ხუმრობა იმდენად სასაცილო არ იყო , რამდენადაც სიტუაციას შეეფერებოდა .

და მე იქ ძაან გამეცინა.

ჩემი და ოჯახისწევრებს ასეთ ტესტს გვიატარებდა. პრინციპი ადვილი იყო . ტუსია ხელებს სახესთან მოგიტანდა, ტაშს დაუკრავდა და ამ დროს
1) თუ შენ თვალს დაახამხამებდი ესეიგი მგლის გეშინოდა.
2) თუ არ დაახამხამებდი მგლის არ გეშინოდა.
მე ერთადერთი აღმოვჩნდი რომელმაც ტესტი წარმატებით გაიარა , თუ არ ჩავთვლით, რომ ოჯახში “გატესტვაზე” ყველა ვერ დავითანხმეთ..
მიუხედავად ამისა ჩემი და სავსებით დარწმუნებულია, რომ მე “მგელის” არ მეშინია. 🙂
თავიდან ვიფიქრე ხვალ უნივერსიტეტში მეც გავარკვევ ამ ამბავთქო, მაგრამ ტესტის მთელი მუღამი იმაშია რომ პასუხის უდნა გჯეროდეს.

ხვალინდელ დავალებას წარმოადგენს თემა სათაურით :” მე ვცხოვრობ კვადრატში”.
მაქსიმუმ 1 ფურცელი უდნა იყოს და ის უნდა იყოს რაც შენ გიდნა, რომ იყოს.

მე არ ვცხოვრობ კვადრატში და ეს ჩემი თემაა : >>>

” მე ვცხოვრობ კვადრატში, მე შეკრული მაქ ხელ-ფეხი , მე ვატარებ მხოლოდ შავს და ვითვალისწინებ ყველას აზრს საკუთარი თავის გარდა. მე ვცხოვრობ კვადრატში და მე ვერ ვშოულობ სამსახურს. მე მიყვარს თვითგვემა და თავისმართლება. მე ფანჟრიდან ნაგავს ვყრი და ვამბობ, რომ პატრიოტი ვარ. მე საჩუქრებს მხოლოდ ახალ წელს ვჩუქნი. მე ჩემს მეუღლეს ვეუბნები, რომ: ” ამ ვარდებს არ ჯობდა , შემოსასვლელში სარკე დაგვეკიდა? ”
ჩემს შვილებს ქვიათ მზია და გენადი, რადგან ასე ერქვათ ჩემს წინაპრებს და რადგანაც მე კვედრატში ვცხოვრობ. მე ხშირად გეუბნები , “რომ მე ამას შენ, იმიტომ კი არ გეუბნები, რომ..” და მე ხშრად გატყუებ.. მე მიყვარს შენიშვნების მიცემა და ყოველი დღე ერთნაირად მიღამდება . მე არ მიხარია მეზობლის ახალი ავეჯი და მტვერს არ ვწმენდ სახლში.

მე ვგრძნობ, რომ აქ ცხოვრება ცუდია და მე არ ვიცი გასაღბი სად დევს.
მაგრამ მე კვადრატში ვცხოვრობ და მოძებნა მეზარება … ”

დასასრული

IMG_8625

” მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს, რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ… ” – კარლო კაჭარავა

“რა გქვიათ ? – გოჩა”

მგონია ვისაც ღამე სძინავს და სამსახურიდან დაღლილი მოდის , ეგეთებს თავში აზათაც არ მოუვათ ანონიმური ბლოგი შექმნას ან დღიურში ვინმეზე პირველი შთაბეჭდილება ჩაწეროს .

არსებობს რაღაცეები რასაც შეუძლია წყობიდან გამოგიყვანოს მაგალითად მესიჯმა: „რა ბანძი ფოტო დააყენე“ ძველი შეყვარებულისგან , რომელიც რატომღაც საკუთარ თავს აძლევს იმის თავისუფლებას, რომ რჩევა მოგცეს მაშინ , როდესაც არც გიკითხავს ან უბრალოდ „შენზე კაი ტიპია“ რააა 🙂 და ცოტა ზევიდან ქვევით პატარა რეპლიკა მოგცა პატარა გოგოს .

ეს ცუდია!

დღევანდელი დღე ცუდია . დილის 9 დან უიღბლობაა . ლექციაზე ვესწრებოდი და დასწრებაშიც „არა“ ჩამიწერეს . მერე შუალედურში 15 დან 13 მივიღე და სამმა კატამ გადამირბინა. 2 შავი იყო.
2 ჯერ შემოვირტყი ტრაკზე ხელი .

ისეთ ბიჭს მივწერე, ვისთან ლაპარაიც ვიფიქრე გამამხიარულებდა : საშინელი დღე მაქ და რამე მეჭორავე მეთქი . იქიდან ესეთი პასუხი მივიღე :
„ გოგოო ინტერნეტი არ მაქ და მეზობლის wifi ს ვიჭერო „
– „გოგო“?

ხოო ჭორაობას ეგრე უხდებაო . 🙂

მეგობარს ვკითხე: მართლა ბანძი ფოტოატთქო? ოღონდ არ მომიყოლებია ეგრე მითხრეს და ეხლა მინდა შენთან გადავამოწმოთქო. გადამოწმება უტყუარი ხერხია თუ გინდა სიმართლე შუბლზე აგაკრან :
„ თვითონ ფოტო ლამაზია , პროსტა დიდად არ მომეწონეო“ .

ფოტო ლამაზია , დიდად არ მოვეწონე , ექს „ლ“ოვეს ვებანძე , 13 მივიღე , ვერ ვიჭორავე, კატები , ვერ ვიძინებ …

დილიდანვე ვიცოდი, რომ ბომბი დღე არ იქნბოდა
wow

“I think the madness started the moment we met and you shook my hand. Did you have a disease or something?”